მარნეულში ერთ ღამეში 4 მანქანა გაძარცვეს
10:28 / 04.08.2019
4 აგვისტოს, სავარაუდოდ 4-5
საათისთვის სხვადასხვა ახლოს მდებარე უბნებში მანქანები გაძარცვეს
ერთნაირი ხელწერით.
სპეციალური ავარიული გასახსნელი მოწყობილობით გატეხილია მანქანის
ფანჯრები და ამოღებული ფული, პირადი ნივთები, მაგნიტოფონი.
მომხდარის შესახებ მანქანების მეპატრონეებმა მხოლოდ დილის 8 საათიდან
შეამჩნიეს და პოლიციას შეატყობინეს. ადგილებზე მობილიზებულია
პოლიცია
როგორც რადიო "მარნეულს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს,
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიდინარეობს, რაც
ქურდობას გულისხმობს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო
მოქმედებები