ყვარელში მომხდარ ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, სამი კი დაშავდა
კახეთში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, სამი კი დაშავდა. შემთხვევა ყვარელში, სოფელ შილდასთან მოხდა. ერთმანეთს ფორდისა და მიცუბიშის მარკის ავტომანქანები შეეჯახნენ. დაშავებულთაგან ორი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, გარდაცვლილი ქალი კი საქართველოს მოქალაქე. დაშავებულები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ს უთხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

წყარო: On
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები