ბათუმში 25 წლის ბიჭი დაჭრეს
ბათუმში 25 წლის ბიჭი დაჭრეს. შემთხვევა გვიან ღამით გორგილაძის ქუჩაზე, ერთ-ერთ საშაურმეში მოხდა.

არსებული ინფორმაციით, დაჭრას წინ ქართველებსა და არაბ ტურისტებს შორის ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

როგორც ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, 25 წლის ბიჭი ფეხის არეში სავარაუდოდ, ცივი იარაღით არის დაჭრილი. იგი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შემთხვევის ადგილზე, სამართალდამცავები მივიდნენ.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები