5 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი - ახალი შემოთავაზებებისა და საინტერესო
პერსპექტივების დღეა. არჩევანის საშუალება გექნებათ და ეცადეთ, სწორი
გადაწყვეტილება მიიღოთ. გართობა კარგია, მაგრამ ნურც ვალდებულებებს
დაივიწყებთ.
კურო - ბედნიერი და პოზიტიური დღე გელით. სიამოვნებას მიიღებთ
ჩვეულებრივი საქმეების შესრულების დროსაც კი. შეეხმიანეთ დიდი ხნის
უნახავ მეგობრებს, ახლობლებს.
ტყუპი - გააუმჯობესეთ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან. ფული
მოზომილად ხარჯეთ. მხიარული საღამო გელით, ნუ მოიკლებთ გართობას
უფულობის მიზეზით.
კირჩხიბი - ყველა უსიამოვნებას წამებში მოაგვარებთ და საყვარელ
ადამიანთან დროის გასატარებლადაც მოიცლით. მთავარია, თქვენს პირად
ცხოვრებაში არავინ ჩაახედოთ.
ლომი - ახალი წამომწყებები გამოცდილ ადამიანებთან ერთად დაიწყეთ.
კარგი დღეა საყიდლებისთვის, მგზავრობისთვის. მთავარია, თავად იყოთ
მშვიდი და დაფიქრებულად იმოქმედოთ.
ქალწული - ყველას გასაკეთებელს თავად ნუ შეასრულებთ, საქმე სხვებსაც
გადაუნაწილეთ. კარგი დღე ცდებისა და ექსპერიმენტებისთვის. მეგობრებთან
ერთად გართობის საშუალებაც მოგეცემათ.
სასწორი - დღეს მხოლოდ
ერთგულ და გამოცდილ პარტნიორებს უნდა ენდოთ. მეტი ყურადღება გმართებთ
მეგობრებისა და ახლობლების მიმართ. გამონახეთ დრო დასვენებისა და
ბავშვებთან ერთად გართობისთვის.
მორიელი - ზოგიერთს მნიშვნელოვანი საუბარი და ახალი პროექტების
დაწყება ელის. შეეხმიანეთ დიდი ხნის უნახავ ნათესავებს. მეგობრებს
დახმარებაზე უარს ნუ ეტყვით.
მშვილდოსანი - თუ დროს სწორად გადაანაწილებთ, საქმეებსაც მარტივად
გაუმკლავდებით და გართობისა და რომანტიკისთვისაც დაგრჩებათ დრო.
მოიწყევთ რომნატიკული საღამო. და მოეშვით ზედმეტ ფილოსოფოსობას.
თხის რქა - დატოვეთ წარსული წარსულში და მოემზადეთ სიახლეებისთვის.
წინ გამარჯვებები და ბედნიერება გელით. დაგეხმარებიან ადამიანები,
რომლებსაც უყვარხართ.
მერწყული - დასვენებული და გამოძინებული შეუდექით ახალი
ვალდებულებების შესრულებას. თქვენს აზრს და რჩევებს გარშემო მყოფები
გაითვალისწინებენ, მაგრამ ძალიან მწარე სიმართლეს შეულამაზებლად ნუ
იტყვით.
თევზები - დილა პოზიტიურად დაიწყეთ. ენერგიის დაგროვებაში ვარჯიში
დაგეხმარებათ. საღამომდე ახალი იდეების განხორციელებით, ახალი
საქმეების დაწყებით იქნებით დაკავებული, მაგრამ ნურც სუფთა ჰაერზე
სეირნობას და დასვენებას მოიკლებთ.