ძმის პრაქტიკულად სამუშაოს დაკარგვას სამოქალაქო აქტივისტი ანტისაოკუპაციო აქციებში საკუთარ მონაწილეობას უკავშირებს
“ჩემი ძმა , მანუჩარ მუმლაძე , მეთორმეტე წელია უწყვეტად არის მესაზღვრე, მუშაობდა წითელი ხიდის სამმართველოში, დღეს დილით შეატყობინეს, რომ ის აღარ მუშაობს აქ და ამიერიდან დანიშნულია მესტიის სამმართველოში“ - ეს განცხადება მარნეულელმა სამოქალაქო აქტივისტმა, გიორგი მუმლაძემ, სოციალურ ქსელში პოსტის სახით, 2 აგვისტოს გამოაქვეყნა.



მუმლაძე  ძმის მოულოდნელად სხვა სამსახურში გადაყვანას და ფაქტობრივად უმუშევრად დატოვებას, დიდი ალბათობით, საკუთარ აქტიურობას უკავშირებს.

„მე საკმაოდ აქტიურად ვიყავი და ვარ ჩართული ანტისაოკუპაციო აქციაში. თუნდაც ის, რომ გამოვავლინეთ სუსის პროვოკატორი, რომლის ვიდეო გადავიღეთ და შემდეგ გავავრცელეთ რომელსაც უნდოდა ადამიანებისთვის დაერიგებინა სასმელი, გადაეღო ჩუმად და ამით ცდილობდა აქციის მონაწილეების დისკრედიტაციას. კიდევ, ალბათ ,იყო ის მიზეზი, რომ მე აქტიურად ვცდილობდი ადამიანების დარწმუნებას, რომ ამ აქციაში მონაწილეობა იყო მნიშვნელოვანი.“ - თქვა სამოქალაქო აქტივისტმა რადიო „მარნეულთან საუბრისას და აღნიშნა, რომ მესტიის სამმართველოში  ძმის გადაყვანა, ფაქტობრივად უმუშევრად დარჩენას ნიშნავს, ვინაიდან, სამუშაო ანაზღაურება მესტიაში სიარულის შემთხვევაში ნახევრდება.

„ადამიანს, რომელიც 12 წელია ერთ ადგილას მუშაობს, ერთ დღესაც ეუბნებიან, რომ შენ აქ აღარ მუშაობ და უნდა გადაგიყვანოთ მესტიაში, სადაც, პირობითად ისეთია გრაფკია, რომ თვეში უწევს, მაგალითად, 6-ჯერ წასვლა. ერთი წასვლა მინიმუმ 100 ლარი ჯდება.  რაც ნიშნავს იმას, რომ ადამიანს, რომელსაც აქვს ანაზღაურება 1200 ლარი, 600 ლარის დახარჯვა მოუწევს გზაში, რაც არის ცინიზმი. ეს ნიშნავს იმასაც , რომ მათ არ განუხილავთ შესაძლო შედეგები. - ამბობს გიორგი მუმლაძე

აქტივისტის თქმით, მსგავსი უცნაური გადაწვეტილება სამსახურში მხოლოდ მის ძმას შეეხო და ფაქტის შესახებ წითელი ხიდის სამმართველოშიც არაფერი იცოდნენ.

„სამართლებრივად ძნელია იმის დამტკიცება, რომ ჩემი ფაქტორის გამო მოექცნენ მას (ძმას) ასე. მაგრამ ლოგიკა ხომ არსებობს? რაღაც გონიერება ხომ არსებობს? ადამიანი, რომელიც  წლების განმავლობაში შენი უწყვეტი თანამშრომელია უცვლი სამუშაო პირობებს და პრაქტიკულად აკარგვინებ სამსახურში ყოფნის სურვილს და შესაძლებლობას, მინიმუმ კომუნიკაცია მაინც უნდა ჰქონდეს მასთან. ეს არის სამარცხვინო ქმედება, როცა სახელმწიფო უწყება ასე ექცევა თავის თანამშრომელს. - გვითხრა გიორგი მუმლაძემ, რომელიც აღიშნლ საკითხზე სამართლებრივი დავის დაწყებას გეგმავს. სამსახურიდან ოფიციალურ ბრძანებას, სადაც წესით, დასაბუთება უნდა ახლდეს თან მისი ძმის სხვა სამმართველოში გადაყვანაზე , უახლოეს პერიოდში გაეცნობიან.

„აუცილებლად გამოვიყენებთ ყველა სამართლებრივ ბერკეტს და ვეცდებით იმ ადამიანების მოტივაციაც გავიგოთ რატომ მოქმედებდნენ ასე, ამ კონკრეტულ შემთხვევაში - თქვა სამოქალაქო აქტივისტმა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები