ყურბან-ბაირამის დღესასწაული 11 აგვისტოდან აღინიშნება
“საქართველოში მცხოვრები მუსლიმები ყურბან - ბაირამს 11,12 და 13 აგვისტოს აღინიშნავენ“ - ამის შესახებ ინფორმაცია რადიო მარნეულთან საუბრისას საქართველოს მუსლიმათა სამმართველოს შეიხმა რამინ იგიდოვმა გვითხრა. ამბობს, რომ ყურბან ბაირამისთვის განსაზღვრული ღონისძიებებიც არის გათვალისწინებული. ღონისძიების ფარგლებში დაარიგებენ ბროშურებს და მუსლიმებით დასახლებულ რეგიონებში მისალოც ბანერებს გააკრავენ.

წელს, 10 000 შეჭირვებული ოჯახისათვის შესაწირი ხორცის დარიგებაა დაგეგმილი. სახელმწიფო წარმომადგენლები და დიდი ალბათობით, პრემიერ მინისტრი, ჩვენთან ერთად მუსლიმებს დღესასწაულს მიულოცავს“.- ამბობს რამინ იგიდოვი

იგიდოვის თქმით, შესაწირი ხორცის დარიგება საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს, “თურქეთის დიანეთის” ფონდის და თურქეთის „ოქროს მთვარის საზოგადოების“ მიერ არის გათვალისწინებული.

ზოგიერთი საელჩოები, ასევე ქველმოქმედი ადამიანების მხრიდანაც მოხდება ყურბანისთვის ცხოველების მეჩეთში გადაცემა. ზოგ შემთხვევებში კი ჩვენ მოგვმართავენ და ჩვენ რეგიონებში არსებულ მეჩეთებს ვუგზავნით. იქ კლავნ და ღარიბ ოჯახებს ურიგებენ“ - თქვა რამინ იგიდოვმა

შეიხმა ისიც აღნიშნა, რომ ზოგ ოჯახებს შეუძლიათ შესაწირი ხორცი შეჭირვებულ ოჯახებს გადასცენ.

სამიდან ერთი ნაწილი იმ ოჯახს ეკუთვნის, რომელმაც შესაწირი თვითონ დაკლა. მეორე ნაწილი ახლო ნათესავებს და მესამე ნაწილი კი შეჭირვებულ ოჯახებს უნდა გადასცენ“- თქვა რამინ იგიდოვმა.

იგიდოვის თქმით,საქარველოში ყურბან ბაირამის ლოცვა ორი დღე 11-12 აგვისტოს დილის 9 საათისთვის არის გათვალისწინებული.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები