6 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი - თუ დღეს არ გააკეთეთ
არაფერს ახალს, ხვალ შედეგს ვერ მიიღებთ. გააუმჯობესეთ ურთიერთობა
გავლენიან ადამიანებთან. შეიძლება მეგობრებმა ვერ გაგიგონ, თუ
სიმპათიურ და წარმატებულ პარტნიორთან გაწყვიტავთ რომანს.
კურო - კარგი დღეა მოგზაურობისა და მგზავრობის დასაწყებად. მეტი დრო
გაატარეთ საყვარელი ადამიანის გვერდით. განსაკუთრებით, თუ მასზე
დაქორწინებას აპირებთ.
ტყუპი - გამონახეთ დრო ახალი საქმეების დასაწყებად. ახალი იდეები
კოლეგებთან ერთად განიხილეთ. სანამ რამეს იტყვით დაფიქრდით,
გაფრთხილდით, რომ არ გააფუჭოთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან.
კირჩხიბი - დილიდან კარგი განწყობა შეიქმნით და არ იფიქროთ უსიამოვნო
მომენტებზე. დახმარებაზე უარი არავის უთხრათ. ეს კიდევ უფრო
აიგიმაღლებთ ავტორიტეტს გარშემო მყოფებში.
ლომი - წარმატებული დღე გელით. ბევრ საქმეს (რომლებსაც ერთდროულად
მოაგვარებთ) მარტივად გაართმევთ თავს. საღამოს მხიარულად გაატარებთ;
საინტერესო ადამიანებს გაიცნობთ.
ქალწული - მოერიდეთ ადამიანებს, რომლებიც სწრაფად დადიან და გზას
გიღობავენ,
ეს როგორც პირდაპირი ისე გადატანითი მნიშვნელობით. კოლეგებთან
შეთანხმებულად იმოქმედეთ.
სასწორი - ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას გარშემო მყოფებთან. თუ
ადამიანი აგრესიულადაა განწყობილი, აღარ დაუწყოთ ახსნა-განმარტება,
გაერიდეთ. საღამო სასიამოვნო გარემოში გაატარეთ.
მორიელი -საქმიანი შეხვედრებისა და ახალი საქმეების დღეა. სასიამოვნო
ნაცნობობა შეიძლება რომანში გადაიზარდოს. იყავით მეტად პოზიტიური.
მშვილდოსანი - ცვლილებები გსურთ და სამშაბათი მოქმედების დღეა.
გადააკეთეთ, თუ რამე არ მოგწონთ და დატკბით შედეგით.
თხის რქა - ჩაიწერეთ ყველა ახალი იდეა, რომელიც დაგებადებათ, რადგან
ყველაფერს დღესვე ვერ განახორციელებთ. შეკრიბეთ თანამოაზრეების ახალი
ჯგუფი.
მერწყული - თუ ფული მოგრჩათ, ეს არ ნიშნავს, რომ დღესვე უნდა
გაფლანგოთ. გადადეთ და საჭირო დროს გამოიყენებთ. ახალდაწყებულ
რომანტიკულ ურთიერთობებში აჩქარება არ ივარგებს, ჯერ კარგად
შეისწავლეთ პარტნიორი.
თევზები - დილიდანვე შეუდექით მნიშვნელოვანი საქმეების მოგვარებას. თუ
კონკრეტულ ადამიანთან დაალაპარაკება გსურთ, ნუღარ გადადებთ, დღესვე
დაურეკეთ. საკუთარი თავი მეტად გაინებივრეთ ახალი ნივთებით,
სასიამოვნო შეგრძენებით.