2019-2020 საწავლო წელს მარნეულის საჯარო სკოლები 1800-მდე პირველკლასელს მიიღებს
2019-2020 სასწავლო წელს მარნეულის საჯარო სკოლებს 1800-მდე პირველკლასელი ეყოლება. ამის შესახებ ინფორმაცია რესურს-ცენტრის უფროსმა ქენან ომაროვმა გვითხრა და აღნიშნა, რომ  მარნეულის მასშტაბით გასულ წელსაც თითქმის იმავე რაოდენობის პირელკლასელი გვყავდა რამდენიც წელს.

მისი თქმით, შესაძლოა, პირველკლასელთა დამატებითი რეგისტრაციაც დაიგეგმოს, თუმცა ეს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.

წელს მარნეულში ორი საჯარო სკოლა პირველკლასელის გარეშე დარჩა. სოფელ აღკულის საჯარო სკოლასა და ოფრეთის საჯარო სკოლაში არცერთი პირველკლასელი არ დარეგისტრირებულა.

2019-2020 სასწავლო წლისათვის პირველკლასელთა რეგისტრაცია ოთხ ეტაპად განხორციელდა:

I ეტაპი 2019 წლის 25 მარტს დაიწყო და 5 აპრილის ჩათვლით გაგრძელდა, რომელშიც მონაწილეობა მხოლოდ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებს შეეძლოთ.

II ეტაპი, 2019 წლის 2 მაისიდან – 17 მაისის ჩათვლით იყო შესაძლებელი და სკოლაში დარეგისტრირდნენ ის ბავშვები: რომელთა და-ძმაც სწავლობს ამ სკოლაში; რომელთა მშობელიც სკოლის თანამშრომელია (მშობელი და არა ბებია ან ბაბუა); რომელთა ოჯახიდანაც ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.

III ეტაპი - საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია განხორციელდა- 2019 წლის 21 მაისიდან - 12 ივნისის ჩათვლით.
რეგისტრაცია შესაძლებელი იყო ელექტრონულად, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებ-გვერდზე.

რაც შეეხება IV ეტაპს, მოსწავლის რეგისტრაცია და სკოლაში ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდა - 2019 წლის 25 ივნისიდან - 5 ივლისის ჩათვლით



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები