ბავშვი, რომელსაც დიდ დიღომში მანქანა დაეჯახა, მძიმე მდგომარეობაშია
ბავშვი, რომელსაც დღეს, 6 აგვისტოს დიდ დიღომში, მირიან მეფის ქუჩაზე მანქანა დაეჯახა იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოში მართვით სუნთქვაზეა. კლინიკის პრესსამსახურში On.ge-ს უთხრეს, რომ ექიმების წინასწარი შეფასებით, დაშავებულის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. ამჟამად მიმდინარეობს გამოკვლევები. იგი მოთავსებულია კრიტიკული მედიცინის ცენტრში და აქვს მრავლობითი დაზიანებები.

დაშავებული დაახლოებით 9 წლის არის. მას ქალთან ერთად დაეჯახა მანქანა. ქალი ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ს უთხრეს, რომ საქმეზე უკვე დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

წყარო: On
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები