მსოფლიო რეიტინგში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1 073-ე ადგილზეა
უნივერსიტეტების მსოფლიო რეიტინგში, 2 000
უმაღლეს სასწავლებელში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1 073-ე
პოზიციაზეა,
ხოლო
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 1 549-ე ადგილზე.
ჩამონათვალში პირველ ხუთეულს ჰარვარდის, მასაჩუსეტსის, სტენფორდის,
კემბრიჯისა და ოქსფორდის უნივერსიტეტები იკავებენ.
სარეიტინგო სიაში მოხვდა ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც
1 930-ე ადგილზეა. ასევე, თურქეთის 61 უნივერსიტეტი, მათ შორის, ახლო
აღმოსავლეთის ტექნიკური უნივერსიტეტი, რომელიც 582-ე ადგილზეა.
მსოფლიოს უნივერსიტეტებს შორის მოხვდა რუსეთის 20 უმაღლესი
სასწავლებელი, რომელთაგან მოსკოვის ლომონოსოვის უნივერსიტეტს 222-ე
ადგილი უჭირავს.