ბაღდათში ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა
ბაღდათში ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე
ემსხვერპლა.
“ქუთაისი პოსტის” ინფორმაციით, შემთხვევა 6 აგვისტოს ღამით მოხდა.
ერთმანეთს მოპედი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახნენ, შედეგად მოპედზე
მსხდომი ერთი ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა, მეორე – საავადმყოფოში
მიყვანის შემდეგ.
მომხდართან დაკავშირებით, მოქალაქეები ბაღდათის მუნიციპალიტეტის
მერიას თხოვნით მიმართავენ, გადადონ ამ თვეში დაგეგმილი
გასართობ-კულტურული ღონისძიებები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია
სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის
უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღევას გულისხმობს.