ძლიერმა ქარმა სადახლოში საცხოვრებელ სახლს სახურავი ახადა
11:53 / 09.08.2019
ძლიერმა ქარმა სადახლოს ადმინისტრაციულ ერთეულში
საცხოვრებელ სახლს სახურავი ახადა.
ამის შესახებ ინფორმაციას მარნეულის
საკრებულოს წევრი, სადახლოს ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარი
დეპუტატი როვშან ისკენდეროვი ავრცელებს. მისი თქმით, 8 აგვისტოს,
იბრაჰიმ კურბანოვას საცხოვრბელ სახლს ძლიერმა ქარმა დაახლოებით 20-მდე
თიხოვანი ფიქალი ახადა. ისკანდაროვის თქმით, მოქალაქემ დასახმარებლად
მერიას განცხადებით მიმართა.
რადიო "მარნეული"
Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/marneulifm.ge/public_html/templates/default/html/com_content/article/default.php on line 166