ჭიათურაში 14 წლის ბიჭი დენის დარტყმის შედეგად დაიღუპა
22:03 / 12.08.2019
ჭიათურაში 14 წლის ბიჭი დენის დარტყმის შედეგად
დაიღუპა.
შემთხვევა წუხელ მოხდა.
„14 წლის ბიჭი აბაზანაში შედიოდა, როდესაც დენმა დაარტყა.
ჯერ უცნობია, საიდან გადმოვიდა დენი. მოზარდი ადგილზე
გარდაიცვალა“, - აცხადებს ჭიათურის მერი, გივი
მოდებაძე.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს.