ალაზნის სარწყავ არხში 7 წლის მოზარდი დაიხრჩო
თელავის რაიონის სოფელ გულგულაში 7 წლის მოზარდი
ალაზნის სარწყავ არხში დაიხრჩო.
მისი
გადარჩენა სამედიცინო სამსახურის წარმომადგენლებმა ვერ შეძლეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის
კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკველობამდე მიყვანას
გულისხმობს.