ფასანაურთან ტრაილერი მდინარე არაგვში გადავარდა
მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე, სოფელ ფასანაურთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. სატვირთო ავტომანქანა გზიდან მდინარე არაგვში გადავარდა.

ტრაილერში მხოლოდ ერთი ადამიანი, უცხოე ქვეყნის მოქალაქე იმყოფებოდა და გადარჩა. ავტომანქანიდან ის მაშველებმა ამოიყვანეს.

შემთხვევის ადგილზე პოლიცია, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები იმყოფებიან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მეათე ნაწილით დაიწყო. მძღოლი სამართალდარღვევისთვის დაჯარიმდება.

წყარო: reginfo.ge
Print