საგარეო სავაჭრო ბრუნვა 0.2 პროცენტით შემცირდა
საქართველოში 2019 წლის იანვარ-ივლისში საქონლით
საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 7 065.4
მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის
მაჩვენებელზე 0.2 პროცენტით ნაკლებია, – ასეთია სტატისტიკის ეროვნული
სამსახურის ექსპრეს მონაცემები.
უწყების ცნობით, საანგარიშო პერიოდში მთლიანი ვაჭრობიდან ექსპორტი 2
102.0 მლნ. აშშ დოლარი იყო, წინა წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე
12.3 პროცენტით მეტი, ხოლო იმპორტი 4 963.4 მლნ. აშშ დოლარი,
შესაბამისად, 4.7 პროცენტით ნაკლები.
ამასთან, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2019 წლის იანვარ-ივლისში 2
861.4 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.5 პროცენტი
შეადგინა.