16 აგვისტოს მარნეულში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს-ამის შესახებ tv4-ს კომპანიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 16 აგვისტოს 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგია შეეზღუდებათ მომხმარებლებს რუსთავში მესხიშვილის, თოდრიას, ლეონიძის, შიო-არაგვისპირელის, შარტავას, ლესელიძის, მელიქიშვილის ქუჩებზე, მე-14 მიკრორაიონში.

11:00-დან 16:00 საათამდე – სოფელ მარტყოფში.

11:00-დან 12:00 საათამდე – სოფელ ფონიჭალაში.

14:00-დან 16:00 საათამდე – სოფლებში ფოლადაანთკარი, გამარჯვება, გაჩიანი, ველი, ყარაჯალარი, ველი, მე-11 მიკროში.

10:00-დან 20:00 საათამდე – აბონენტებს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში კასუმლო, არაფლო, ულაშლო, ახლომახმუდლო, ბეითარაბჩი, ქუშჩი და მიმდებარე სოფლებში, აგრეთვე სოფლებში შულავერი, დაშთაფა, ბეითარაბჩი, სეიდგოჯალო, ახლომახმუდლო, ულაშლო და მიმდებარე სოფლებში.

11:00-დან 18:00 საათამდე – ქ. ბოლნისში აღმაშენებელის, ბარათაშვილის, ფიროსმანის, გოგებაშვილის, ლეჩხუმის, კ. გამსახურდიას, დ.გურამიშვილის და მიმდებარე ქუჩებს.

10:00-დან 17:000 საათამდე – წალკის მუნიციპალიტეტის აშკალა, კიზილ-კილისა, ნარდევანი, კუში, ავრალნო, აიაზმა, ბურნაშეთი და მიმდებარე სოფლებს.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

წყარო: tv4.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები