“გალერია თბილისში” ხანძრის საშიშროების გამო ევაკუაცია მოხდა
სავაჭრო ცენტრ “გალერია თბილისში” ევაკუაცია მოხდა. როგორც “ნეტგაზეთს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ევაკუახია ხანძრის საშიშროების გამო მოხდა.

უწყებაში ამბობენ, რომ სავაჭრო ცენტრში ცეცხლი გამწოვს გაუჩნდა, რამაც შენობის დაკვამლიანება გამოიწვია, თუმცა ხანძრის ღია კერებს ვერ მიაგნეს. სახანძრო-სამაშვლო ჯგუფები ადგილზე უსაფრთხოების მიზნით რჩებიან.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები