პოლიციამ თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო - დაკავებულია ერთი პირი
11:29 / 16.08.2019
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის
დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს
თანამშრომლებმა,ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების
შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო
შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 1997 წელს დაბადებული გ.მ.
დააკავეს.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად
ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 13 საბრძოლო ვაზნა, რომლებზეც
დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო
შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით.