სიახლე
ნიკა გვარამიამ შპს “მთავარი არხი” დააფუძნა
“რუსთავი 2-ის” ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ იურიდიულად უკვე დააფუძნა ახალი ტელეარხი და მას შპს “მთავარი არხი” ჰქვია.

არხის 51%-ის წილის მფლობელი და გენერალური დირექტორი ნიკა გვარამიაა, 49%-ს კი კახაბერ ანჯაფარიძე ფლობს. ანჯაფარიძე ასევე არის შპს “ინტერმედია პლუსის” მეწილე. ის იყო მეშვიდე მოწვევის (2008-2012) პარლამენტარი.

შპს “მთავარი არხის” დირექტორად საჯარო რეესტრში რეგისტრირებულები არიან “რუსთავი 2-ის” იურისტები თამთა მურადაშვილი და დიმიტრი საძაგლიშვილი, ფინანსური დირექტორი კი ირაკლი ნიჟარაძეა.

“წილების ეს კომპიზიცია დროებითია და პირობითი. მალე გაიგებთ ინვესტორების, შენობის, სიხშირის და, თქვენი დიდი იმედი გვაქვს, ანგარიშის შესახებ, რომელზე თქვენი შემონატანი ერთი ლარიც კი ძალიან დაგვეხმარება ჩვენ და იქნება ინვესტიცია საქართველოს დასავლურ და დემოკრატიულ მომავალში. მაშ ასე, ჩვენ ვიწყებთ! ძალიან მალე ეთერში! უფრო ადრე, ვიდრე გგონიათ”, – წერს ნიკა გვარამია პირად ფეისბუკგვერდზე.

შპს “მთავარი არხი” 2019 წლის მარტში დაფუძნდა და მისი სახელი შპს “კომედი არხი” იყო, 100%-იან წილს კი კახაბერ ანჯაფარიძე ფლობდა. პარტნიორთა 2019 წლის 15 აგვისტოს გადაწყვეტილებით კი შეიცვალა კომპანიის სახელი და დაერქვა შპს “მთავარი არხი”, კომპანიის გენერალურ დირექტორად კი დაინიშნა ნიკა გვარამია, დირექტორებად კი თამთა მურადაშვილი, დიმიტრი საძაგლიშვილი და ირაკლი ნიჟარაძე (ფინანსური დირექტორი).

16 აგვისტოს გადაწყვეტილებით კახაბერ ანჯაფარიძემ “მთავარი არხის” წილის 51% უსასყიდლოდ გადასცა ნიკა გვარამიას. ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ კომპანიის საქმიანობის მთავარი საგანი არის მაუწყებლობა, მას კი არ გააჩნია ამისთვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და ფინანსები.

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
sdffdgdf

{{ARTICLEIMAGE}}

fdsfdff
sdffdgdf

{{ARTICLEIMAGE}}

fdsfdff
დედაქალაქის საკრებულოს სარევიზიო კომისიის
სხდომაზე დაპირისპირება მოხდა.
დედაქალაქის საკრებულოს სარევიზიო კომისიის სხდომაზე დაპირისპირება მოხდა.
წალკის მუნიციპალიტეტში უამინდობის გამო, გზებზე
შეზღუდვაა.
წალკის მუნიციპალიტეტში უამინდობის გამო, გზებზე შეზღუდვაა.
წალკის მუნიციპალიტეტში უამინდობის გამო, გზებზე
შეზღუდვაა.
წალკის მუნიციპალიტეტში უამინდობის გამო, გზებზე შეზღუდვაა.
დღეს, საქართველოს ზოგიერთ რაიონში ითოვებს,
დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი
ქარი.
დღეს, საქართველოს ზოგიერთ რაიონში ითოვებს, დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
დიდთოვლობის გამო, აჭარის მაღალმთიან სოფლებში
არსებულ 17 სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა.
დიდთოვლობის გამო, აჭარის მაღალმთიან სოფლებში არსებულ 17 სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა.
თბილისში, გლდანში მდებარე ერთ-ერთ კაზინოსთან
გვიან ღამით სპეცოპერაცია ჩატარდა.
თბილისში, გლდანში მდებარე ერთ-ერთ კაზინოსთან გვიან ღამით სპეცოპერაცია ჩატარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის
მიხედვით, 2019 წელს საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევებს 481
ადამიანი ემსხვერპლა, 7 921 კი დაშავდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, 2019 წელს საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევებს 481 ადამიანი ემსხვერპლა, 7 921 კი დაშავდა.