რუსთავში მამაკაცი საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს
23:56 / 17.08.2019
რუსთავში, მე-15 მიკრორაიონში, 35 წლამდე
მამაკაცი გვიან ღამით საკუთარ ბინაში გარდაცვლილი
იპოვეს.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცი კონტაქტზე არ
გამოდიოდა, რის შემდეგაც მისმა ახლობლემა 112-ში დარეკეს.
ადგილზე საპატრულო პოლიცია, სამაშველო და სასწრაფო დახმარების
ბრიგადები იყვნენ მობილიზებული. მამაკაცს ძალადობის კვალი არ
აღენიშნებოდა. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი კი ექსპერტიზის დასკვნის
შემდეგ გახდება ცნობილი.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც
თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
წყარო: tv4.ge