შეჯახების შედეგად 2 მანქანა დაიწვა – არიან გარდაცვლილები (ვიდეო)
01:19 / 19.08.2019
ავტოსაგზაო შემთხვევას სენაკი-თბილისის
ცენტრალურ მაგსიტრალზე, სოფელ ნოსირთან 2 ადამიანის სიცოცხლე
ემსხვერპლა.2
მსუბუქი ავტომობილის შეჯახების შემდეგ ორივე მათგანს ცეცხლი გაუჩნდა,
ერთ-ერთში მსხდომმა მგზავრებმა კი გადმოსვლა ვერ მოასწრეს.
ხანძარი შინაგან საქმეთა სამინისტროს სამაშველო სამსახურის
წარმომადგენლებმა ჩააქრეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,
ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლის, მე-8 ნაწილით მიმდინარეობს.
ადგილობრივების ინფორმაციით, ორივე ავტომობილი საწვავად გაზს
იყენებდა.
კადრებს შემთხვევის ადგილიდან სოციალური ქსელის მომხმარებელი გოგიტა
ოდიშარია ავრცელებს.