"ყოფილი ქმარი შშმ ბავშვისთვის ალიმენტის გადახდაზე უარს ამბობს"
“რამდენიმე თვეა, მამაჩემის სახლში ვცხოვრობ, ჩვენი ერთადერთი შემოსავალი ბავშვის შშმ ხელფასია, ამბობს - ესმირა გოჯაევა, - ორი შვილი მყავს, ერთს ცერებრალური დამბლა აქვს. ერთი შვილი ათის, მეორე კი ცხრა წლისაა.

როცა დაოჯახებული ვიყავი რეგულარულად მიმყავდა ექიმთან, გარკვეულ მედიკამენტებს იყენებდა და მასაჟზე დადიოდა. ექიმები ამბობდნენ, რომ არის შესაძლებლობა, იმ დონეზე გამოჯანმრთელდეს, რომ სიარული შეძლოსო. ახლა კი წამლების შეძენის შესაძლებლობაც არ მაქვს. ვერსად ვერ ვიმუშავებ, რადგან ბავშვს ერთი წუთიც მარტო ვერ დავტოვებ.

მეორე შვილის მოვლაშიც დედაჩემი მეხმარება. ჩვენი განქორწინება პატარა შეუთანხმებლობის გამო მოხდა. როცა დავშორდით, ჩემი ქმარი სამი დღეში სხვაზე დაქორწინდა. მამაჩემის ოროთახიან სახლში ვცხოვრობთ მისი ოჯახი, მეორე ძმა, მშობლები და ჩვენ. უფროსი ძმა ციხეშია, მეორე კი ჯერ 18 წლისაა. მთელი ოჯახის საქმეები მას ევალება. ახლა ჩვენი ერთადერთი შემოსავალი ბავშვის დახმარებაა.

სასამართლოს მივმართე საცხოვრებელი ოთახის გამოყოფის და ალიმენტის მოთხოვნით. ქმარს ალიმენტის გადახდისთვის შესაბამისი პირობები აქვს. ადვოკატი ვიქირავეთ, მაგრამ შედეგი ვერ მივიღეთ. ადვოკატი ჩვენს საქმეზე გულგრილად მუშაობდა. როცა ჩვენ მას პრეტენზია წავუყენეთ, მან ჩვენთან მუშაობა შეწყვიტა.

შეიძლება, მეორე მხარესთან იყო შეთანხმებული. არც ჩემს ყოფილ ქმარს, არც მის მშობლებს არ აინტერესებთ ჩემი შვილების ბედი. რადგან ბავშვი შეზღუდული შესაძლებლობით არის დაბადებული, თავიანთ შვილიშვილად არ აღიარებენ".

თოზუ გულმამედოვა
ფანჯარა
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები