ქვემო ქართლში მსხვილფეხა პირუტყვის ქურდობისთვის სამი პირი დააკავეს
21:55 / 22.08.2019
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის
პოლიციის დეპარტამენტის თეთრიწყაროს რაიონული სამმართველოს
თანამშრომლებმა,ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების
შედეგად, საქონლის ქურდობის ფაქტებზე 3 პირი - 1984 წელს დაბადებული
ვ.მ., 1998 წელს დაბადებული გ.მ. და 1995 წელს დაბადებული ნ.კ.
დააკავეს.
დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ვ.მ.-მ კუმისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე
ორი მსხვილფეხა პირუტყვი მოიპარა. სამართალდამცველებმა ნაქურდალ
საქონელს მალევე მიაგნეს და მეპატრონეს დაუბრუნეს.
რაც შეეხება გ.მ.-ს და ნ.კ.-ს, პოლიციამ ისინი იმ დროს შეაჩერა,
როდესაც მოპარული საქონელი მიკროავტობუსით წალკა-თეთრიწყაროს
საავტომობილო გზაზე გადაჰყავდათ.
გამოძიება ქურდობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 და
მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს.