დღეიდან გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი იხსნება
გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი წელს ერთი კვირით გვიან, აგვისტოს მეოთხე შაბათს, 24 აგვისტოს იხსნება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ აღნიშნული გადაწყვეტილება გადამფრენი ფრინველების დაცვის მიზნით მიიღო.

გარემოს დაცვის სამინისტროს ველური ბუნების ეროვნულმა სააგენტომ სამეცნიერო წრეებთან ერთად გადამფრენი ფრინველების ზრდა-განვითარების ციკლის გაანალიზების საფუძველზე მიზანშეწონილად ნადირობის სეზონის გახსნის გონივრულ თარიღად აგვისტოს ბოლო შაბათის დასახელება მიიჩნია.

„გადაწყვეტილებას პროფესიონალ მონადირეთა უმრავლესობაც დაეთანხმა. გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის მსურველებმა, ნადირობისას თან უნდა იქონიონ გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის (10 ლარი) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (დედანი) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი“, – აცხადებენ გარემოს დაცვის სამინისტროში.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები