ვნახე კრიალოსნიანი ბიჭების შეკრება — სააკაშვილი მამუკა ხაზარაძის მოძრაობაზე
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი თიბისი ბანკის დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნებას გამოეხმაურა და მათ მხარდამჭერებს "კრიალოსნიანი ბიჭების შეკრება" უწოდა.

"ცალი თვალით შევხედე მამუკა ხაზარაძის პრეზენტაციას ანაკლიაში, ლაზიკაში და ვნახე ამ კრიალოსნიანი ბიჭების შეკრება და მოთქვა იმაზე, რომ ერთი და იგივე წრეზე დავდივართ 30 წელი. თურმე არ ხაზარაძემ და ამ კრიალოსნიანმა ბიჭებმა, თეთრფართხუნა ტანსაცმელში ჩაცმულებმა უნდა გაარღვიონ ეს წრე. ხაზარაძემ უკვე გაარღვია ეს წრე. ანაკლიის პორტი უკვე დამთავრებული იქნებოდა თუარა ხაზარაძე და ის შანტრაპა, რომელმაც მოიყვანა ივანიშვილი 2012 წელს. ამ ხალხმა მოიყვანა ივანიშვილი, ამ ხალხმა მოიყვანა ზურაბიშვილი. პირადად ხაზარაძემ დაწერა წერილი", — ამბობს სააკაშვილი ვიდეომიმართვაში, რომელის თავის ფეისბუქგვერდზე გაავრცელა.

დღეს, 12 სექტემბერს მამუკა ხაზარაძემ თავისი საზოგადოებრივი მოძრაობის ლელოს პრეზენტაცია მოაწყო. პრეზენტაცია ანაკლიაში, ზღვის ნაპირზე გაიმართა. როგორც ხაზარაძე ამბობს, ორგანიზაციაში ის სხვადასხვა სფეროს 12-12 ლიდერს გააერთიანებს.

ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნება 9 ივლისს დააანონსა. ხაზარაძემ მაშინ თქვა, რომ ქვეყანაში ბოლო დროს მიმდინარე პროცესები საგანგაშო ფორმებს იღებს და "სახეზეა ჩვენი საზოგადოების გახლეჩვისა და დაპირისპირების მიზანმიმართული პროცესი". მისივე თქმით, 20 ივნისის ღამე იყო ის წყალგამყოფი, როდესაც "ჩვენმა ღირსეულმა და თავისუფალმა ახალგაზრდობამ გულწრფელი და მტკიცე პროტესტი გამოხატა ოკუპაციისა და ძალადობის წინააღმდეგ. ეს პროტესტი არის უწყვეტი, ისტორიული პროცესისა და ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის გაგრძელება".

წყარო: On
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები