თეა წულუკიანი და მაია ცქიტიშვილი ვიცე-პრემიერები იქნებიან
პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ვიცე-პრემიერის პოსტზე თეა წულუკიანი და მაია ცქიტიშვილი დანიშნა.

“მოგეხსენებათ ეს ადამიანები ჩვენი გუნდის ძველი და გამოცდილი წევრები არიან. შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, რომ ისინი გუნდს უფრო გააძლიერებენ”,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერი ამბობს, რომ მთავრობის სხდომები ყოველ ხუთშაბათს, 10:00 საათზე ჩატარდება.

თეა წულუკიანი იუსტიციის მინისტრია, მაია ცქიტიშვილი კი – ინფრასტრუქტურის.

გახარია პრემიერის რანგში პირველად უძღვება მთავრობის სხდომას.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები