თეა წულუკიანი და მაია ცქიტიშვილი ვიცე-პრემიერები იქნებიან
პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ
ვიცე-პრემიერის პოსტზე თეა წულუკიანი და მაია ცქიტიშვილი
დანიშნა.
“მოგეხსენებათ ეს ადამიანები ჩვენი გუნდის ძველი და გამოცდილი წევრები
არიან. შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, რომ ისინი გუნდს უფრო
გააძლიერებენ”,- განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერი ამბობს, რომ მთავრობის სხდომები ყოველ ხუთშაბათს, 10:00
საათზე ჩატარდება.
თეა წულუკიანი იუსტიციის მინისტრია, მაია ცქიტიშვილი კი –
ინფრასტრუქტურის.
გახარია პრემიერის რანგში პირველად უძღვება მთავრობის სხდომას.