იმ შემთხვევაში, თუკი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მთავრობის ფორმირებას ვერც ერთი პოლიტიკური ძალა ვერ შეძლებს, რიგგარეშე არჩევნები დაინიშნება
იმ შემთხვევაში, თუკი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პარტია მთავრობის ფორმირებას ვერ შეძლებს და ვერც ოპოზიციური ძალები მოახერხებენ კოალიციის ფორმირებას, პარლამენტის რიგგარეშე არჩევნები დაინიშნება.

უფრო კონკრეტულად, ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას გამოიწვევს ვითარება, თუკი მთავრობას ვერც არჩევნებში პირველ ადგილას გასული პარტია დააკომპლექტებს და ვერც სხვები ჩამოაყალიბებენ კოალიციას.

კონსტიტუციის გათვალისწინებით, პარლამენტი საპარლამენტო არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიის მიერ წამოყენებული პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მიერ წარდგენილ მთავრობას ნდობას ორი კვირის ვადაში უცხადებს, ხოლო თუ პარლამენტმა მთავრობას დადგენილ ვადაში ნდობა არ გამოუცხადა, პრეზიდენტი შესაბამისი ვადის ამოწურვიდან არაუადრეს ორი და არაუგვიანეს სამი კვირისა, პარლამენტს დაითხოვს და რიგგარეშე არჩევნებს დანიშნავს.

ამასთან, პრეზიდენტი იმ შემთხვევაში არ დაითხოვს პარლამენტს და არ დანიშნავს რიგგარეშე არჩევნებს, თუ პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით განსაზღვრული ვადის ამოწურვიდან ორი კვირის ვადაში ნდობას გამოუცხადებს პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთ მესამედზე მეტის მიერ წამოყენებული პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მიერ წარდგენილ მთავრობას.

შეგახსენებ, რომ „ევროპული საქართველო“ ოპოზიციურ პარტიებს მიმართავს, „ქართულ ოცნებასთან“ კოალიციური მთავრობის შექმნაზე უარი თქვან.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები