მარნეულელი მასწავლებლები ნატოს შესახებ საინფორმაციო შეხვედრას დაესწრნენ
დღეს, 13 სექტემბერს, მერიაში, მარნეულელ საჯარო სკოლის მასწავლებლებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი  ქვემო ქართლში თემურ სუყაშვილი და მოწვეული ექსპერტი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოში ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი დავით ნარდაია გაუძღვნენ.

ღონისძიებაზე ისაუბრეს  აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიერ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისთვის გაცემული გრანტის ფარგლებში, მიმდინარე პროექტზე - „დასავლური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა რეგიონებში".

როგორც რადიო მარნეულთან საუბარში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი თამარა წულეისკირი ამბობს, დღევანდელი შეხვედრა მასწავლებლებთან მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ სწორედ პედაგოგებს აქვთ დიდი როლი ინფორმაციის გავრცელებაში .

„ძალიან მნიშვნელოვანი სეგმენტია, რომელთანაც ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ იმიტომ, რომ ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ახდენენ ამ ინფორმაციიის კიდევ უფრ ფართო მასებში გავრცელებას.  დღეს ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოსა და ნატოს ურთიერთობებზე, ამ პროცესში არსებულ გამოწვევებსა და წარმატებებზე. - გვითხრა თამარა წულეისკირმა და პედაგოგებთან დამატებითი შეხვედრები დაანონსა.

შეხვედრას მარნეულის მერი ზაურ დარგალიც ესწრებოდა, რომელმაც განაცხადა, რომ ევროატლანტიკური მიმართულება არის ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტული მიმართულება და ძალიან მნიშვნელოვანია მოსახლეობაში მაქსიმალურად გავავრცელოთ ინფორმაცია იმ სიკეთეების შესახებ, რომელიც მოაქვს ევროატლანტიკურ პოლიტიკას. 

შეხვედრაში მონაწილეობას იღებდა ერთ-ერთი მარნეულელი პედაგოგი გიორგი ჭაუჭიძე

„მიხარია, რომ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი ატარებს შეხვედრას ჩვენთვის. ეს ხელს უწყობს მოსახლეობის ინფორმირებას და იმ მიზნებისა და იდეების გაცნობას, რაც აქვს საქართველოს, როგორც სახემწიფოს ამ მიმართულებით, რათა ჩვენ დაჩქარებულად გავხდეთ ამ ორგანიზაციის წევრები“ - გვითხრა გიორგი ჭაუჭიძემ

აღსანიშნავია, რომ 18 თვიანი პროექტის ფარგლებში საინფორმაციო ცენტრის რეგიონალური ბიუროები გაძლიერდა და გაფართოვდა. ცენტრს დაემატა 5 ახალი რეგიონალური ბიურო და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ქვეყნის მასშტაბით 12 რეგიონალური წარმომადგენლობა აგრძელებს მუშაობას. პროექტის მეორე კომპონენტი მოიცავს რეგიონალური მედია ორგანიზაციების საშუალებებით საქართველოს რეგიონებში აღნიშნული თემების აქტიურ გაშუქებას.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები