ქუთაისში ქალის გაუპატიურების მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
22:25 / 15.09.2019
ქუთაისში, ქალის გაუპატიურების მცდელობით, ერთი
პირი დააკავეს.
კაცმა, სავარაუდოდ, ქალის სახლში მოტყუებით შეაღწია და მისი
გაუპატიურება სცადა. ის სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავს.
შემთხვევა წუხელ ღამით მოხდა. შსს-ს თქმით , გამოძიება 19-137-ე
მუხლით დაიწყო, რაც გაუპატიურების მცდელობას გულისხმობს.