სამგორის მეტროში ჩავარდნილი ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა
ახალგაზრდა კაცი, რომელიც კვირას, 15 სექტემბერს სამგორის მეტროსადგურის ლიანდაგებში ჩავარდა, გარდაიცვალა. ეს ინფორმაცია ნეტგაზეთს დაუდასტურეს შსს-შიც და კლინიკაშიც, სადაც ის ინციდენტის შემდეგ გადაიყვანეს.

როგორც „ნეტგაზეთს“ ინგოროყვას კლინიკაში უთხრეს, იგი 16 სექტემბერს, გამთენიისას გარდაიცვალა. ის მძიმედ იყო დაშავებული.

ახალგაზრდა კაცი ლიანდაგებიდან კვირა საღამოს ამოიყვანეს სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა. დაუზუსტებელია, ეს სუიციდი იყო თუ უბედური შემთხვევა.

შსს-ის ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები