საქართველოდან ექსპორტი დსთ-ს ქვეყნებში 24 პროცენტით, ევროკავშირში კი, 25 პროცენტით გაიზარდა
საქსტატის მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტი 2 411.6 მლნ. აშშ დოლარს შეადგენდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 12.4 პროცენტით მეტია.

საქართველოდან დსთ-ის ქვეყნებში ექსპორტირებულია 1 274.0 მლნ. აშშ დოლარის საქონელი, რაც 24.2 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 52.8 პროცენტს შეადგენს.

საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში განხორციელდა 571.1 მლნ. აშშ დოლარის ექსპორტი, რაც 25.3 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 23.7 პროცენტს შეადგენს.

საექსპორტო ქვეყნების ათეულში შედიან: რუსეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, ბულგარეთი, უკრაინა, თურქეთი, რუმინეთი, ჩინეთი, აშშ და უზბეკეთი.

საექსპორტო საქონელში პირველ ადგილზეა სპილენძის მადნები და კონცენტრატები, მეორეზე – მსუბუქი ავტომობილები, მესამეზე – ფეროშენადნობები.

საექსპორტო პროდუქტების ხუთეულში მედიკამენტები და ღვინო შედის.

წყარო: პირველი არხი
Print