ლიდერებს შორის ყველაზე მაღალი რეიტინგი კახა კალაძეს აქვს
NDI-ის კვლევის თანახმად, ლიდერებს შორის
ხელისუფლებაში ყველაზე მაღალი რეიტინგი კვლავ კახა კალაძეს
აქვს.
მხოლოდ თბილისში გამოკითხულთა 45% დედაქალაქის მერის საქმიანობას
კარგად აფასებს, 37% – საშუალოდ, 15% კი – ცუდად.
თბილისის გარეთ, საკუთარი ქალაქის მერის საქმიანობას დადებითად
აფასებს 28%, საშუალოდ – 34%, ცუდად – 20%.
პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის საქმიანობას კარგად აფასებს 13%,
საშუალოდ – 43%, ცუდად – 28%.
საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილის საქმიანობას დადებითად
აფასებს გამოკითხულთა 12%, საშუალოდ – 36%, ხოლო უარყოფითად –
40%.
პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის საქმიანობას გამოკითხულთა
10% აფასებს დადებითად, 31% – საშუალოდ და 22% – უარყოფითად.
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 13-29 ივლისს ჩატარდა. გამოიკითხა 2
131 რესპოდენტი. კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.7%-ია.
კვლევა ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით, CRRC-საქართველოს მიერ. კვლევა
დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით
ხორციელდება.