ლიდერებს შორის ყველაზე მაღალი რეიტინგი კახა კალაძეს აქვს
NDI-ის კვლევის თანახმად, ლიდერებს შორის ხელისუფლებაში ყველაზე მაღალი რეიტინგი კვლავ კახა კალაძეს აქვს.

მხოლოდ თბილისში გამოკითხულთა 45% დედაქალაქის მერის საქმიანობას კარგად აფასებს, 37% – საშუალოდ, 15% კი – ცუდად.

თბილისის გარეთ, საკუთარი ქალაქის მერის საქმიანობას დადებითად აფასებს 28%, საშუალოდ – 34%, ცუდად – 20%.

პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის საქმიანობას კარგად აფასებს 13%, საშუალოდ – 43%, ცუდად – 28%.

საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილის საქმიანობას დადებითად აფასებს გამოკითხულთა 12%, საშუალოდ – 36%, ხოლო უარყოფითად – 40%.

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის საქმიანობას გამოკითხულთა 10% აფასებს დადებითად, 31% – საშუალოდ და 22% – უარყოფითად.

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 13-29 ივლისს ჩატარდა. გამოიკითხა 2 131 რესპოდენტი. კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.7%-ია. კვლევა ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით, CRRC-საქართველოს მიერ. კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება.

წყარო: ნეთგაზეთი
Print