მთავრობის საქმიანობას უარყოფითად 60% აფასებს – NDI
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC-საქართველოს მიერ 19 სექტემბერს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, მთავრობის საქმიანობას უარყოფითად 60% აფასებს.

ეს არის გაუარესებული მაჩვენებელი 2018 წლის დეკემბერთან შედარებით. ამ დროს მთავრობის საქმიანობას 48% აფასებდა ცუდად.

მთავრობის საქმიანობას კარგად მხოლოდ მიმდინარე წლის ივლისში მოსახლეობის 32% აფასებს. ეს მაჩვენებელი გასული წლის დეკემბერში 44% იყო.

კვლევის ჩატარებისას პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე იყო, შესაბამისად, გამოკითხვაში მონაწილეებს კითხვა დაუსვეს მის საქმიანობასთან დაკავშირებითაც. ბახტაძის საქმიანობას საშუალოდ 43% აფასებს, ცუდად 28%, დადებითად 14%. 15%-მა თქვა, რომ არ იცოდა პასუხი ამ კითხვაზე

კვლევის საველე სამუშაოები 2019 წლის 13-29 ივლისს ჩატარდა და მისი ცდომილება +/- 1.7-%-ია. სულ გამოიკითხა 2 131 ადამიანი.

წყარო: ნეთგაზეთი
Print