პროკურატურამ პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ პატიმართა შეწყალებაზე გამოძიება დაიწყო
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება მსჯავრდებულების: რამაზ დევაძის, ასლან ბეჟანიძის, ზურაბ ნადირაძის და სხვა პირთა შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

როგორც პროკურატურის 20 სექტემბრის განცხადებაშია ნათქვამი, უწყება საზოგადოებას პერიოდულად მიაწვდის ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ.

საქართველოს პრეზიდნეტმა აღნიშნული მსჯავრდებულები 2019 წლის მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით შეიწყალა, რასაც საზოგადოების ნაწილის მხრიდან, მათ შორის, მმართველი გუნდიდან უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. ამის შემდეგ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში თქვეს, რომ შეწყალებაზე დროებთ მორატორიუმს აცხადებენ.

Mənbə: Netgazeti
Print