სიახლე
ზაზა სარალიძე მისი შვილის მკვლელობასთან დაკავშირებული მასალების გასაცნობად შსს-ში მივიდა
დღეს ჩვენ გავეცნობით მიმოწერას, რომელიც ბავშვებმა აწარმოეს ერთმანეთში დანაშაულის დღეს და შემდგომ დღეებშიც,საუბარია 4-5 არასრულწლოვნის ჩანაწერზე, მათ შორის არის მიხეილ კალანდიას ჩანაწერები, - ამის შესახებ ზაზა სარალიძის ადვოკატმა ნესტან ლონდარიძემ ჟურნალისტებს შსს-თან განუცხადა, სადაც ის ზაზა სარალიძესთან ერთად ხორავას ქუჩის საქმეში მონაწილე პირების პირადი მიმოწერის გასაცნობად მივიდა.

მისი თქმით, მიმოწერა, რომელიც ამერიკის ფედერალური ბიუროს საშუალებით "ინსტაგრამიდან" ამოიღეს, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან გარკვეული ინფორმაციის მომცემი იქნება.

"დღეს ჩვენ გავეცნობით მიმოწერას, რომელიც ბავშვებმა აწარმოეს ერთმანეთში, დანაშაულის დღეს და დანაშაულის შემდგომ დღეებშიც არასრულწლოვნებს შორის. ჩვენთვის ეს მიმოწერა ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობთ, რომ გარკვეული ინფორმაცია ამ ჩანაწერების გაცნობის შემდეგ გვექნება, იმასთან დაკავშირებით თუ რა მოხდა ბავშვებს შორის, რა იგეგმებოდა და როგორ განვითარდა მოვლენები.

ჯერჯერობით არ მაქვს ინფორმაცია როდიდან იწყება და რა მონაკვეთი არის მიმოწერის გადმოცემული. ყველაზე მთავარია იმ დღის ჩანაწერები, როდესაც იგეგმებოდა დანაშაული. თუ არ გვექნება იმ დღის სრული სურათი გადმოცემული, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ უმნიშვნელო გახდება შემდგომი დღეებს ჩანაწერები, რადგან დაგეგმვა სწორედ იმ დღეს მოხდა ბავშვებს შორის და ინფორმაციის მომცემიც სწორედ ის ჩანაწერები იქნება.

რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, დაკმაყოფილდა რამდენიმე ბავშვის ჩანაწერების გადმოცემა. საუბარია 4-5 არასრულწოვნის ჩანაწერზე. მათ შორის არის მიხეილ კალანდიას ჩანაწერები", - აცხადებს ნესტან ლონდარიძე.

როგორც ცნობილია, ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიუროს შუამდგომლობით, მიიღეს „ინსტაგრამიდან“ 4 პირის პირადი მიმოწერა.

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
საქართველოსთვის ეს არის ძალიან
მნიშვნელოვანი პერიოდი, რადგან ქვეყანა გადადის სრულიად პროპორციულ
საარჩევნო სისტემაზე და ვფიქრობ, ეს არის კარგი შესაძლებლობა,
ქვეყანაში განვითარდეს და განმტკიცდეს დემოკრატიული ინსტიტუტები, იყოს
უფრო მეტი პლურალიზმი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს
საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუდმა
განუცხადა, რომელიც „უიესეიდის“ (USAID) ახალი, ოთხწლიანი, საარჩევნო
და პოლიტიკური პროცესების პროგრამის დაწყებასთან დაკავშირებულ
ღონისძიებაში მონაწილეობს.
საქართველოსთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი, რადგან ქვეყანა გადადის სრულიად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე და ვფიქრობ, ეს არის კარგი შესაძლებლობა, ქვეყანაში განვითარდეს და განმტკიცდეს დემოკრატიული ინსტიტუტები, იყოს უფრო მეტი პლურალიზმი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუდმა განუცხადა, რომელიც „უიესეიდის“ (USAID) ახალი, ოთხწლიანი, საარჩევნო და პოლიტიკური პროცესების პროგრამის დაწყებასთან დაკავშირებულ ღონისძიებაში მონაწილეობს.
ამერიკის მთავრობა საქართველოს ეროვნული
პარკების დასაცავად და მათი ეკონომიკური მდგრადობის მისაღწევად, 1.6
მილიონ აშშ დოლარის ხუთწლიან პროგრამას იწყებს.
ამერიკის მთავრობა საქართველოს ეროვნული პარკების დასაცავად და მათი ეკონომიკური მდგრადობის მისაღწევად, 1.6 მილიონ აშშ დოლარის ხუთწლიან პროგრამას იწყებს.
“რადიო მარნეულის” ჟურნალისტი, ვლადიმერ ჩხიტუნიძე
ამბობს, რომ მისი საქმიანობის გამო მარნეულის საოლქო საარჩევნო
კომისიაში არასასურველი თანამშრომელი გახდა მისი მამა.
“რადიო მარნეულის” ჟურნალისტი, ვლადიმერ ჩხიტუნიძე ამბობს, რომ მისი საქმიანობის გამო მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიაში არასასურველი თანამშრომელი გახდა მისი მამა.
17
ოქტომბრის, საღამოს 10 საათისთვის, ჭიათურაში, დარკვეთის მაღაროში
ახალგაზრდა მაღაროელი დაიღუპა.
17 ოქტომბრის, საღამოს 10 საათისთვის, ჭიათურაში, დარკვეთის მაღაროში ახალგაზრდა მაღაროელი დაიღუპა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2018
წელს არასრულწლოვანთა ქორწინების 180-მდე საქმეზე დაიწყო
გამოძიება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წელს არასრულწლოვანთა ქორწინების 180-მდე საქმეზე დაიწყო გამოძიება.
თბილისში, ვაზისუბნის გზაზე ავტოსაგზაო
შემთხვევას ფეხით მოსიარულე ემსხვერპლა.
თბილისში, ვაზისუბნის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ფეხით მოსიარულე ემსხვერპლა.
ბოლნისის რაიონის სოფელ ტალავერში ცოლის
მკვლელობისთვის ბრალდებული პოლიციას თავად ჩაბარდა. როგორც
ადგილობრივი წყარო რადიო თავისუფლებას უყვება,
ბოლნისის რაიონის სოფელ ტალავერში ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებული პოლიციას თავად ჩაბარდა. როგორც ადგილობრივი წყარო რადიო თავისუფლებას უყვება,
სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ პრე­ზი­დენტ გი­ორ­გი
მარ­გვე­ლაშ­ვილს სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვა მო­ეხ­სნე­ბა.
სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ პრე­ზი­დენტ გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილს სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვა მო­ეხ­სნე­ბა.