შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა უაქციზო სიგარეტი აღმოაჩინეს
12:55 / 09.10.2019
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს
თანამშრომლებმა,
განხორციელებული მიმდინარე კონტროლის
ღონისძიებების შედეგად, 1 720 ღერი უაქციზო სიგარეტი გამოავლინეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის
შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს საქონელი ჩამოერთვა.
საქმის მასალები, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსის 241-ე მუხლის შესაბამისად, ქვემდებარეობით მარნეულის
მაგისტრატ სასამართლოს გადაეგზავნა.
წყარო: rs.ge