სადახლოზე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები გამოავლინეს
13:04 / 09.10.2019
საბაჟო გამშვებ პუნქტში
,,სადახლო-საავტომობილო“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების
სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა,
ეჭვისა და რისკის პროფილის საფუძველზე,
საქართველოს მოქალაქე ვ.ს-ს ფიზიკური დათვალიერების შედეგად, 7 319
ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს (83.5 გრამი) ნაკეთობები
გამოავლინეს.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად,
კანონდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა 7 319 ლარის
ოდენობით შეეფარდა.
წყარო: rs.ge