სიახლე
გიორგი გახარია ილჰამ ალიევს - დარწმუნებული ვართ, მოყვარესაც და მტრესაც კიდევ ერთხელ დავუმტკიცებთ, რომ არ არსებობს აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ძმურად, მეგობრულად გადაუწყვეტელი პრობლემები
პრემიერ-მინისტრის რანგში პირველი ვიზიტი აზერბაიჯანში შემთხვევითი არ არის, რამეთუ დარწმუნებული ვართ, რომ ამ ვიზიტით ჩვენ ჩვენს მოყვარეებსაც და მტრებსაც კიდევ ერთხელ დავუმტკიცებთ, რომ არ არსებობს აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ძმურად, მეგობრულად გადაუწყვეტელი პრობლემები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრისას განაცხადა.

საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელის ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, პრეზიდენტ ალიევთან პირისპირ შეხვედრით დაიწყო.

ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითად მიმართულებებზე, ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგის მნიშვნელოვან საკითხებზე და რეგიონული დატვირთვის პროექტებზე, რომლებსაც საქართველო და აზერბაიჯანი ერთობლივად ახორციელებენ.

პრემიერ-მინისტრმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს გულთბილი მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა.

„ძალიან კარგად მახსოვს ჩვენი შეხვედრები, ძალიან გულწრფელი, ღია საუბრები, რაც ჩემთვის ძალიან დიდი გამოცდილება იყო. აზერბაიჯანი და საქართველო უახლოესი მეგობრები და პარტნიორები არიან. ჩვენი პარტნიორობა მართლაც გასცდა რეგიონულ მნიშვნელობას და საერთაშორისო დონის თემა გახდა, განსაკუთრებით ეკონომიკურ განზომილებაში, ენერგომატარებლების, ტრანსპორტის, ვაჭრობის სფეროებში. საქართველო და აზერბაიჯანი მყარად და ურყევად უჭერენ მხარს ერთმანეთს საერთაშორისო ფორმატებში. რა თქმა უნდა, ეს პრინციპულად მნიშვნელოვანია და მადლობას გიხდით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. განსაკუთრებით ხაზგასასმელია ჩვენს მოქალაქეებს შორის ადამიანურ დონეზე ძალიან თბილი და მჭიდრო ურთიერთობები, რომელიც საუკუნეების ისტორიას და კულტურულ ურთიერთობას მოიცავს. როგორც ყოველთვის, დღესაც დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ვიზიტი, საუბრები და საქმიანი განხილვები იქნება უაღრესად პროდუქტიული და კიდევ ერთხელ დაუმტკიცებს ყველას, ჩვენს მეგობარსაც და მტერსაც, რომ საქართველო და აზერბაიჯანი ყოველთვის იპოვიან სწორ სიტყვებს და გზებს არსებული პრობლემების გადასაწყვეტად”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა გიორგი გახარიას საქართველოს მთავრობის მეთაურის თანამდებობის დაკავება მიულოცა და პირველი საგარეო ვიზიტით აზერბაიჯანში სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა.

„ბატონო პრემიერ-მინისტრო, თქვენ ბევრჯერ ყოფილხართ აზერბაიჯანში და სიამოვნებით ვიხსენებ თქვენთან გამართულ შეხვედრებს. მოხარული ვარ, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე პირველი საგარეო ვიზიტით აზერბაიჯანს ესტუმრეთ. ეს მოწმობს იმას, რომ საქართველო და აზერბაიჯანი ახლო მეგობრები და პარტნიორები არიან. ჩვენთვის საქართველო ყველაზე ახლო მეგობარს, მეზობელს და პარტნიორს წარმოადგენს. ჩვენ გვაკავშირებს ისტორია, გეოგრაფია და ჩვენი ურთიერთობების განვითარებისთვის ეს მნიშვნელოვანი ფაქტორებია. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ჩვენი ურთიერთობები ვითარდება და მრავალ სფეროს მოიცავს. ჩვენ მხარს ვუჭერთ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას და წარმატებით ვთანამშრომლობთ საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. მოხარული ვარ, რომ ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობები წარმატებით ვითარდება და აზერბაიჯანი საქართველოსთვის სიდიდით ერთ-ერთი პირველი ინვესტორია. ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობა, განსაკუთრებით ნავთობის, გაზის, ტრანსპორტის სფეროში, გასცდა რეგიონულ ფარგლებს და საერთაშორისო დონეზე ავიდა. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ხალხთაშორის ურთიერთობებს. საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელები და აზერბაიჯანში მცხოვრები ქართველები დიდ როლს ასრულებენ ამ ურთიერთობების განვითარებაში”, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს „ზაგულბას” სასახლეში უმასპინძლა.

ვიზიტისა და შეხვედრის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურმა გაავრცელა.

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
საქართველოსთვის ეს არის ძალიან
მნიშვნელოვანი პერიოდი, რადგან ქვეყანა გადადის სრულიად პროპორციულ
საარჩევნო სისტემაზე და ვფიქრობ, ეს არის კარგი შესაძლებლობა,
ქვეყანაში განვითარდეს და განმტკიცდეს დემოკრატიული ინსტიტუტები, იყოს
უფრო მეტი პლურალიზმი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს
საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუდმა
განუცხადა, რომელიც „უიესეიდის“ (USAID) ახალი, ოთხწლიანი, საარჩევნო
და პოლიტიკური პროცესების პროგრამის დაწყებასთან დაკავშირებულ
ღონისძიებაში მონაწილეობს.
საქართველოსთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი, რადგან ქვეყანა გადადის სრულიად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე და ვფიქრობ, ეს არის კარგი შესაძლებლობა, ქვეყანაში განვითარდეს და განმტკიცდეს დემოკრატიული ინსტიტუტები, იყოს უფრო მეტი პლურალიზმი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუდმა განუცხადა, რომელიც „უიესეიდის“ (USAID) ახალი, ოთხწლიანი, საარჩევნო და პოლიტიკური პროცესების პროგრამის დაწყებასთან დაკავშირებულ ღონისძიებაში მონაწილეობს.
ამერიკის მთავრობა საქართველოს ეროვნული
პარკების დასაცავად და მათი ეკონომიკური მდგრადობის მისაღწევად, 1.6
მილიონ აშშ დოლარის ხუთწლიან პროგრამას იწყებს.
ამერიკის მთავრობა საქართველოს ეროვნული პარკების დასაცავად და მათი ეკონომიკური მდგრადობის მისაღწევად, 1.6 მილიონ აშშ დოლარის ხუთწლიან პროგრამას იწყებს.
“რადიო მარნეულის” ჟურნალისტი, ვლადიმერ ჩხიტუნიძე
ამბობს, რომ მისი საქმიანობის გამო მარნეულის საოლქო საარჩევნო
კომისიაში არასასურველი თანამშრომელი გახდა მისი მამა.
“რადიო მარნეულის” ჟურნალისტი, ვლადიმერ ჩხიტუნიძე ამბობს, რომ მისი საქმიანობის გამო მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიაში არასასურველი თანამშრომელი გახდა მისი მამა.
17
ოქტომბრის, საღამოს 10 საათისთვის, ჭიათურაში, დარკვეთის მაღაროში
ახალგაზრდა მაღაროელი დაიღუპა.
17 ოქტომბრის, საღამოს 10 საათისთვის, ჭიათურაში, დარკვეთის მაღაროში ახალგაზრდა მაღაროელი დაიღუპა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2018
წელს არასრულწლოვანთა ქორწინების 180-მდე საქმეზე დაიწყო
გამოძიება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წელს არასრულწლოვანთა ქორწინების 180-მდე საქმეზე დაიწყო გამოძიება.
თბილისში, ვაზისუბნის გზაზე ავტოსაგზაო
შემთხვევას ფეხით მოსიარულე ემსხვერპლა.
თბილისში, ვაზისუბნის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ფეხით მოსიარულე ემსხვერპლა.
ბოლნისის რაიონის სოფელ ტალავერში ცოლის
მკვლელობისთვის ბრალდებული პოლიციას თავად ჩაბარდა. როგორც
ადგილობრივი წყარო რადიო თავისუფლებას უყვება,
ბოლნისის რაიონის სოფელ ტალავერში ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებული პოლიციას თავად ჩაბარდა. როგორც ადგილობრივი წყარო რადიო თავისუფლებას უყვება,
სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ პრე­ზი­დენტ გი­ორ­გი
მარ­გვე­ლაშ­ვილს სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვა მო­ეხ­სნე­ბა.
სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ პრე­ზი­დენტ გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილს სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვა მო­ეხ­სნე­ბა.