სიახლე
თბილისში „ისუზუს“ მარკის 60 ახალი მუნიციპალური ავტობუსი იმოძრავებს [ფოტო]
თბილისში „ისუზუს“ მარკის რვა მეტრიანი, დიზელის ძრავზე მომუშავე „ეურო 6“ (euro 6) ემისიის სტანდარტის ავტობუსები შემოვიდა.

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ავტობუსები დღეს ევროპის მოედანზე წარადგინა.

პრეზენტაციას თბილისის სატრანსპორტო კომპანიის, „ჯი-თი გრუპ“-ისა და „ისუზუს“ (ISUZU) მწარმოებელი თურქული კომპანია „ანადოლუ გრუპის“ (Anadolu Group) წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

თბილსის მერიის ინფორმაციით, დედაქალაქში ამ დროისთვის შემოსულია 60 ერთეული ავტობუსი, ხოლო დანარჩენი, ეტაპობრივად, წლის ბოლომდე შემოვა. პროექტის მთლიანი ღირებულება კი, 64 790 000 ლარს შეადგენს.

220 ერთეული „ისუზის“ მარკის ავტობუსი, რომელიც 53 მგზავრზეა გათვლილი, აქვს 21 დასასხდომი ადგილი და სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის, მუნიციპალური ავტოპარკის განახლების მიზნით, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ შეისყიდა.

ავტობუსში განთავსებულია როგორც უსადენო ინტერნეტის (wifi) მოდემი, რომელიც უზრუნველყოფს მთლიანი ავტობუსის ინტერნეტ სიგნალით დაფარვას, ასევე არის თანამედროვე სტანდარტის, ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის, საინფორმაციო ხმოვანი სისტემები. ავტობუსის სალონში დამონტაჟებულია ანტივანდალური ვიდეომონიტორინგის სისტემა და მობილური ტელეფონის დასატენად კვების წყარო.

ძველი ავტობუსების ახალი ავტობუსებით შეცვლა უახლოეს დღეებში დაიწყება და წლის ბოლომდე დასრულდება. უკვე ცნობილია მარშრუტები, რომლებზეც „ისუზის“ მარკის 36 ერთეული ავტობუსი გადანაწილდება. პირველად, 12 ძველი „ბოგდანი“ N34 წყნეთი – სადგურის მოედნის მარშრუტზე შეიცვლება. რამდენიმე დღის ინტერვალით კი, ახალი ავტობუსები შემდეგ მარშრუტებზე გავლენ: N28 – სვანეთის უბანი – მარჯანიშვილის მოედანი – 4 ერთეული; N42 – იყალთოს გორა – ბარათაშვილის ქუჩა – 4 ერთეული; N56 – ორხევი – მეტროსადგური „ისანი“ – 5 ერთეული; N66 – სადგურის მოედანი – შატბერაშვილის ქუჩა (ზემო ვაკე) – 3 ერთეული; N78 – სადგურის მოედანი – ჯაფარიძის ქუჩა (ზემო ვერა) – 4 ერთეული; N108 – სოფ. გლდანი – მეტროსადგური „ახმეტელის თეატრი“ – 4 ერთეული.



FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
საქართველოსთვის ეს არის ძალიან
მნიშვნელოვანი პერიოდი, რადგან ქვეყანა გადადის სრულიად პროპორციულ
საარჩევნო სისტემაზე და ვფიქრობ, ეს არის კარგი შესაძლებლობა,
ქვეყანაში განვითარდეს და განმტკიცდეს დემოკრატიული ინსტიტუტები, იყოს
უფრო მეტი პლურალიზმი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს
საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუდმა
განუცხადა, რომელიც „უიესეიდის“ (USAID) ახალი, ოთხწლიანი, საარჩევნო
და პოლიტიკური პროცესების პროგრამის დაწყებასთან დაკავშირებულ
ღონისძიებაში მონაწილეობს.
საქართველოსთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი, რადგან ქვეყანა გადადის სრულიად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე და ვფიქრობ, ეს არის კარგი შესაძლებლობა, ქვეყანაში განვითარდეს და განმტკიცდეს დემოკრატიული ინსტიტუტები, იყოს უფრო მეტი პლურალიზმი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუდმა განუცხადა, რომელიც „უიესეიდის“ (USAID) ახალი, ოთხწლიანი, საარჩევნო და პოლიტიკური პროცესების პროგრამის დაწყებასთან დაკავშირებულ ღონისძიებაში მონაწილეობს.
ამერიკის მთავრობა საქართველოს ეროვნული
პარკების დასაცავად და მათი ეკონომიკური მდგრადობის მისაღწევად, 1.6
მილიონ აშშ დოლარის ხუთწლიან პროგრამას იწყებს.
ამერიკის მთავრობა საქართველოს ეროვნული პარკების დასაცავად და მათი ეკონომიკური მდგრადობის მისაღწევად, 1.6 მილიონ აშშ დოლარის ხუთწლიან პროგრამას იწყებს.
“რადიო მარნეულის” ჟურნალისტი, ვლადიმერ ჩხიტუნიძე
ამბობს, რომ მისი საქმიანობის გამო მარნეულის საოლქო საარჩევნო
კომისიაში არასასურველი თანამშრომელი გახდა მისი მამა.
“რადიო მარნეულის” ჟურნალისტი, ვლადიმერ ჩხიტუნიძე ამბობს, რომ მისი საქმიანობის გამო მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიაში არასასურველი თანამშრომელი გახდა მისი მამა.
17
ოქტომბრის, საღამოს 10 საათისთვის, ჭიათურაში, დარკვეთის მაღაროში
ახალგაზრდა მაღაროელი დაიღუპა.
17 ოქტომბრის, საღამოს 10 საათისთვის, ჭიათურაში, დარკვეთის მაღაროში ახალგაზრდა მაღაროელი დაიღუპა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2018
წელს არასრულწლოვანთა ქორწინების 180-მდე საქმეზე დაიწყო
გამოძიება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წელს არასრულწლოვანთა ქორწინების 180-მდე საქმეზე დაიწყო გამოძიება.
თბილისში, ვაზისუბნის გზაზე ავტოსაგზაო
შემთხვევას ფეხით მოსიარულე ემსხვერპლა.
თბილისში, ვაზისუბნის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ფეხით მოსიარულე ემსხვერპლა.
ბოლნისის რაიონის სოფელ ტალავერში ცოლის
მკვლელობისთვის ბრალდებული პოლიციას თავად ჩაბარდა. როგორც
ადგილობრივი წყარო რადიო თავისუფლებას უყვება,
ბოლნისის რაიონის სოფელ ტალავერში ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებული პოლიციას თავად ჩაბარდა. როგორც ადგილობრივი წყარო რადიო თავისუფლებას უყვება,
სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ პრე­ზი­დენტ გი­ორ­გი
მარ­გვე­ლაშ­ვილს სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვა მო­ეხ­სნე­ბა.
სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ პრე­ზი­დენტ გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილს სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვა მო­ეხ­სნე­ბა.