სიახლე
ილჰამ ალიევი - ჩვენთვის საქართველო ყველაზე ახლო მეგობარს, მეზობელს და პარტნიორს წარმოადგენს
მოხარული ვარ, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე პირველი საგარეო ვიზიტით აზერბაიჯანს ესტუმრეთ, ეს მოწმობს იმას, რომ საქართველო და აზერბაიჯანი ახლო მეგობრები და პარტნიორები არიან, – ამის შესახებ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრისას განაცხადა.

გიორგი გახარიას აზერბაიჯანში ვიზიტისა და პრეზიდენტთან შეხვდრის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურმა გაავრცელა.

შეხვედრაზე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ორი ქვეყნის პარტნიორობაზე ისაუბრა.

„ბატონო პრემიერ-მინისტრო, თქვენ ბევრჯერ ყოფილხართ აზერბაიჯანში და სიამოვნებით ვიხსენებ თქვენთან გამართულ შეხვედრებს. მოხარული ვარ, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე პირველი საგარეო ვიზიტით აზერბაიჯანს ესტუმრეთ. ეს მოწმობს იმას, რომ საქართველო და აზერბაიჯანი ახლო მეგობრები და პარტნიორები არიან. ჩვენთვის საქართველო ყველაზე ახლო მეგობარს, მეზობელს და პარტნიორს წარმოადგენს. ჩვენ გვაკავშირებს ისტორია, გეოგრაფია და ჩვენი ურთიერთობების განვითარებისთვის ეს მნიშვნელოვანი ფაქტორებია. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ჩვენი ურთიერთობები ვითარდება და მრავალ სფეროს მოიცავს. ჩვენ მხარს ვუჭერთ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას და წარმატებით ვთანამშრომლობთ საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. მოხარული ვარ, რომ ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობები წარმატებით ვითარდება და აზერბაიჯანი საქართველოსთვის სიდიდით ერთ-ერთი პირველი ინვესტორია. ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობა, განსაკუთრებით ნავთობის, გაზის, ტრანსპორტის სფეროში, გასცდა რეგიონულ ფარგლებს და საერთაშორისო დონეზე ავიდა“, – აღნიშნა ილჰამ ალიევმა.

ამასთან, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ხალხთაშორის კავშირებზეც გაამახვილა ყურადღება.

„განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ხალხთაშორის ურთიერთობებს. საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელები და აზერბაიჯანში მცხოვრები ქართველები დიდ როლს ასრულებენ ამ ურთიერთობების განვითარებაში”, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.

გიორგი გახარია პრემიერის რანგში პირველი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანს დღეს ეწვია. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი გახარიამ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ პირველი ვიზიტის აზერბაიჯანში გამართვა შემთხვევითი არ არის. „პრემიერ-მინისტრის რანგში პირველი ვიზიტი აზერბაიჯანში შემთხვევითი არ არის, რამეთუ დარწმუნებული ვართ, რომ ამ ვიზიტით ჩვენ ჩვენს მოყვარეებსაც და მტრებსაც კიდევ ერთხელ დავუმტკიცებთ, რომ არ არსებობს აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ძმურად, მეგობრულად გადაუწყვეტელი პრობლემები“,
– განაცხადა გიორგი გახარიამ.

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
საქართველოსთვის ეს არის ძალიან
მნიშვნელოვანი პერიოდი, რადგან ქვეყანა გადადის სრულიად პროპორციულ
საარჩევნო სისტემაზე და ვფიქრობ, ეს არის კარგი შესაძლებლობა,
ქვეყანაში განვითარდეს და განმტკიცდეს დემოკრატიული ინსტიტუტები, იყოს
უფრო მეტი პლურალიზმი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს
საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუდმა
განუცხადა, რომელიც „უიესეიდის“ (USAID) ახალი, ოთხწლიანი, საარჩევნო
და პოლიტიკური პროცესების პროგრამის დაწყებასთან დაკავშირებულ
ღონისძიებაში მონაწილეობს.
საქართველოსთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი, რადგან ქვეყანა გადადის სრულიად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე და ვფიქრობ, ეს არის კარგი შესაძლებლობა, ქვეყანაში განვითარდეს და განმტკიცდეს დემოკრატიული ინსტიტუტები, იყოს უფრო მეტი პლურალიზმი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუდმა განუცხადა, რომელიც „უიესეიდის“ (USAID) ახალი, ოთხწლიანი, საარჩევნო და პოლიტიკური პროცესების პროგრამის დაწყებასთან დაკავშირებულ ღონისძიებაში მონაწილეობს.
ამერიკის მთავრობა საქართველოს ეროვნული
პარკების დასაცავად და მათი ეკონომიკური მდგრადობის მისაღწევად, 1.6
მილიონ აშშ დოლარის ხუთწლიან პროგრამას იწყებს.
ამერიკის მთავრობა საქართველოს ეროვნული პარკების დასაცავად და მათი ეკონომიკური მდგრადობის მისაღწევად, 1.6 მილიონ აშშ დოლარის ხუთწლიან პროგრამას იწყებს.
“რადიო მარნეულის” ჟურნალისტი, ვლადიმერ ჩხიტუნიძე
ამბობს, რომ მისი საქმიანობის გამო მარნეულის საოლქო საარჩევნო
კომისიაში არასასურველი თანამშრომელი გახდა მისი მამა.
“რადიო მარნეულის” ჟურნალისტი, ვლადიმერ ჩხიტუნიძე ამბობს, რომ მისი საქმიანობის გამო მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიაში არასასურველი თანამშრომელი გახდა მისი მამა.
17
ოქტომბრის, საღამოს 10 საათისთვის, ჭიათურაში, დარკვეთის მაღაროში
ახალგაზრდა მაღაროელი დაიღუპა.
17 ოქტომბრის, საღამოს 10 საათისთვის, ჭიათურაში, დარკვეთის მაღაროში ახალგაზრდა მაღაროელი დაიღუპა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2018
წელს არასრულწლოვანთა ქორწინების 180-მდე საქმეზე დაიწყო
გამოძიება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წელს არასრულწლოვანთა ქორწინების 180-მდე საქმეზე დაიწყო გამოძიება.
თბილისში, ვაზისუბნის გზაზე ავტოსაგზაო
შემთხვევას ფეხით მოსიარულე ემსხვერპლა.
თბილისში, ვაზისუბნის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ფეხით მოსიარულე ემსხვერპლა.
ბოლნისის რაიონის სოფელ ტალავერში ცოლის
მკვლელობისთვის ბრალდებული პოლიციას თავად ჩაბარდა. როგორც
ადგილობრივი წყარო რადიო თავისუფლებას უყვება,
ბოლნისის რაიონის სოფელ ტალავერში ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებული პოლიციას თავად ჩაბარდა. როგორც ადგილობრივი წყარო რადიო თავისუფლებას უყვება,
სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ პრე­ზი­დენტ გი­ორ­გი
მარ­გვე­ლაშ­ვილს სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვა მო­ეხ­სნე­ბა.
სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ პრე­ზი­დენტ გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილს სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვა მო­ეხ­სნე­ბა.