გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის მიხედვით საქართველო 74-ე ადგილს იკავებს
16:35 / 09.10.2019
გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის
მიხედვით საქართველოს პოზიცია გასულ წელთან შედარებით რვა საფეხურით
გაუარესდა.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ გამოქვეყნებული 2019 წლის ანგარიშის
თანახმად, საქართველო 141 ქვეყანას შორის, 74-ე ადგილს იკავებს. 2018
წლის ანგარიშში საქართველო 66-ე პოზიციაზე იყო.
რეიტინგი შედგენილია 12 ძირითადი ინდიკატორის შფასების საფუძველზე.
აქედან საქართველოს მდგომარეობა გაუმჯობესებულია ექვს კომპონენტში,
კერძოდ ინფრასტრუქტურის (73-ე ადგილი), უნარების (46-ე ადგილი),
ფინანსური სისტემის (91-ე ადგილი), ბაზრის მოცულობის (104-ე ადგილი),
ბიზნესის დინამიურობის (58-ე ადგილი), ინოვაციური შესაძლებლბების
(91-ე ადგილი) კუთხით. ხოლო გაურესება ფიქსირდება ინსტიტუტების (43-ე
ადგილი), საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მიღების (55-ე
ადგილი), მაკროეკონომიკური სტაბილურობის (84-ე ადგილი), ჯანდაცვის
(87-ე ადგილი), პროდუქტების ბაზრისა (48-ე ადგილი) და შრომითი ბაზრის
(37-ე ადგილი) კუთხით.
რეიტინგში პირველ ადგილს სინგაპური იკავებს. მას მოჰყვება აშშ,
ჰონგ-კონგი, ნიდერლანდები და შვეიცარია. სიაში ბოლო ადგილზე არის
ჩადი.
რაც შეეხება საქართველოს მეზობელ ქვეყნებს, კონკურენტუნარიანობის
გლობალური ინდექსის მიხედვით, რუსეთი 43-ე ადგილს, აზერბაიჯანი 58-ე,
თურქეთი 61-ე, სომხეთი კი, 69-ე ადგილს იკავებს.