10 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი - შეიძლება დღეს გამოჩნდეს თქვენს ცხოვრებაში ადამიანი, რომელიც დიდი ხანია არ გინახავთ. დაანახვეთ, რომ მისი მადლიერი ხართ, მასზე გაბრაზებული არ ხართ და ბედნიერებაც უსურვეთ.


კურო - თუ კარგად დაფიქრდებით, მიხვდებით, რომ საქმეები კარგად მიგდით. ნუ იდარდებთ, თუ რამეს ვერ ყიდულობთ. თუ დაფიქრდებით, მიხვდებით, რომ ახალი ნივთი უფრო ფუფუნებაა ვიდრე აუცილებლობა. მოერიდეთ ზედმეტ იმპულსურობას.

ტყუპი - სწავლისა და მუშაობის პარალელურად, მეტად ჩაერთეთ მხიარულ საქმიანობაში. საღამო მეგობრებთან ერთად გაატარეთ. უბრალოდ, ნუ გაუმხელთ საიდუმლოს იმას, ვინც ერთხელ უკვე გიღალატათ.

კირჩხიბი - აქტიური და ენერგიული ხართ. დილითვე განიხილეთ კოლეგებთან მიმდინარე საკითხები და შეუდექით მათ მოგვარებას. სხვა დღისთვის გადადეთ ტესტირება და გასაუბრება.

ლომი - დღეს გამოიყენებთ იმ ცოდნას, რაც ადრე გქონდათ ნასწავლი. ახლობლები ხვეწნის გარეშეც კი დაგეხმარებიან საქმეების მოგვარებაში. დღის მეორე ნახევარი გამონახეთ აქტიური კონტაქტებისთვის.

ქალწული - გრანდიოზული იდეების განხორციელებას დღეს ვერ შეძლებთ და ამის გამო ნუ შეყრით ღრუბლებს. მეტი დრო დაუთმეთ მიმდინარე საკითხების მოგვარებას. თუ თავს ვალდებულად არ თვლით, არავის არაფერი გაუკეთოთ.

სასწორი -
შეიძლება ყველაფერი ისე არ მოხდეს, როგორც დაგეგმილი გქონდათ. ამიტომ მსუბუქად შეხედეთ მოვლენებს, ეცადეთ, მეტი დრო დაუთმოთ სწავლას, ახალი ინფორმაციის მიღებას.

მორიელი - საინტერესო შემოთავაზებებსა და წინადადებებს მიიღებთ. თუ რაიმეს მიღწევა გსურთ, იყავით მეტად თვითდისციპლინირებული. საღამო საყვარელი ადამიანების გარემოცვაში გაატარეთ. უფროსი ნათესავები საქმეების მოგვარებაში დაგეხმარებიან.

მშვილდოსანი - გახსოვდეთ, რომ შეიძლება ყველაზე ძლიერი და უხეში ადამიანიც კი გულის სიღრმეში გულჩვილი და მიამიტი იყოს. დღეს ადამიანებს თქვენი მხარდაჭერა ესაჭიროებათ. ადამიანებს უთხრათი ის, რისი გაგონებაც ესიამოვნებათ.

თხის რქა - შეიძლება თქვენი მუშაობის კონკრეტულ შედეგს ჯერ ვერ ხედავთ, მაგრამ გამარჯვებას სულ მალე მიაღწევთ. დღეს დააკვირდით ინფორმაციას, რომელსაც მიიღებთ და ადამიანებს, ვინც თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდებიან.

მერწყული - შეიძლება გაგიჭირდეთ საერთო ენის გამონახვა გარშემო მყოფებთან. ეცადეთ, ყველასთვის გასაგებად ილაპარაკოთ. შეიძლება ვიღაც ჯიბრში ჩაგიდგეთ, მაგრამ ყურადღება არ მიაქციოთ, საკუთარი გამარჯვებისთვის იბრძოლეთ.

თევზები - ხმაურიან და ხალხმრავალ გარემოში მოგიწევთ მუშაობა. თუმცა, არ უნდა მოცდეთ გართობაზე და საკუთარი ვალდებულებები მაინც უნდა მოაგვაროთ. სხვა დღისთვის გადადეთ მნიშვნელოვანი შეხვედრა. კარგად ჩამოაყლიბეთ თქვენი პოზიცია.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები