მრჩება განცდა, რომ ბოკერია სტრატეგიულ ამოცანად ისახავს ჩვენს დისკრედიტაციას — მელია
„მრჩება განცდა, შთაბეჭდილება, რომ გიგა ბოკერია სტრატეგიულ ამოცანად ისახავს ჩვენს დისკრედიტაციას“, — განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერმა, ნიკა მელიამ 10 ოქტომბერს ნიკა გვარამიას გადაცემაში.

„[გიგა ბოკერიას] რა უნდა, ვერ გავიგე… გასაგებია, რომ განსხვავება [ევროპულ საქართველოსა და ენმ-ს შორის] უნდა აჩვენო, მაგრამ არა იმდენად, რომ უნებლიეთ დაასხა ივანიშვილის წისქვილზე წყალი… რომან გოცირიძე მოვიდა ამ ეთერში სხვა რამეზე სალაპარაკოდ და ეცა… საკადრის პასუხს გავცემდი“…

მელია ისევ გამოეხმაურა სატელევიზიო დებატებს “მთავარი არხის” ეთერში, რომელიც გიგა ბოკერიასა და ენმ-ის წევრ რომან გოცირიძეს შორის გაიმართა. კამათის საგანი გახდა 2020 წლის არჩევნები და პოტენციური კოალიციები პარლამენტში.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები