თენგიზ ცერცვაძე - საქართველოში C ჰეპატიტის განკურნების სარეკორდო მაჩვენებელი გვაქვს
საქართველოში C ჰეპატიტის განკურნების სარეკორდო მაჩვენებელი გვაქვს – 98.7 პროცენტი, ხოლო შიდსით ავადმყოფებში განკურნების მაჩვენებლი 95.6 პროცენტს შეადგენს, – ამის შესახებ აივ შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ კონფერენციის „C ჰეპატიტის მიკრო-ელიმინაცია აივ/შიდსით ავადმყოფებში“ დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, პრობლემის აღმოსაფხვრელად მნიშვნელოვანია, განხორციელდეს მიკროელიმინაციები ცალკეულ ფოკუს ჯგუფებში.

„შედეგები ჯერ კარგია. თუ C ჰეპატიტის განკურნების მაჩვენებლები მსოფლიოში სარეკორდო გვაქვს – 98.7%, შიდსით ავადმყოფებში ეს შედარებით დაბალია, მაგრამ 95,6 % შიდსიანებისთვისაც მაღალი მაჩვენებელია. შიდსიანები უნდა გამოვავლინოთ და ყველა მათგანში С ჰეპატიტი განვკურნოთ. ეს არის ამ პროგრამის მიზანი“,
– განაცხადა თენგის ცერცვაძემ.

კონფერენციაში დარგის სპეციალისტებთან ერთად, მსოფლიოს წამყვანი ექსპერტები მონაწილეობენ. ორგანიზატორების თქმით, კონფერენცია ხელს შეუწყობს აივ/შიდსისა და C ჰეპატიტის დარგების შემდგომ განვითარებას. ასევე მათი თქმით, მსგავსი შეხვედრები დაეხმარება ელიმინაციის სამიზნეების მიღწევას, როგორც საქართველოში, ასევე მთლიანად დასავლეთ ევროპის რეგიონში.

კონფერენცია ორდღიანია და ხვალ დასრულდება.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები