მარნეულის სკოლის დირექტორების ნაწილის თქმით, ადრეული ქორწინებები მხოლოდ წარსულში ხდებოდა
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თაზაქენდში მცხოვრებ გეოგრაფიის მასწავლებელს, რომელმაც ადრეული ქორწინება გააპროტესტა, ბოდიში საჯაროდ მოახდევინეს და ვიდეო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს. მასწავლებელმა ფეისბუქ პოსტის სახით, მოსწავლე გოგონას მოტაცების ფაქტი გაასაჯაროვა. შინაგან საქმეთა სამინისტოს 2018 წლის 9 თვის მონაცემების მიხედვით, ადრეული ქორწნების ყველაზე მაღალი მაჩვენეელი, მარნეულშია. ფაქტზე მიმართვიანობის ყველაზე დაბალი მაჩვენებლით კი სკოლები გამოირჩევიან (3%). ხშირია შემთხვევები, როდესაც სკოლის ადმინისტრაცია მსგას ფაქტებს მალავს. რადიო მარნეულმა რამდენიმე საჯარო სკოლა შეარჩია. დირექტორებთან ორი კითხვა გვქონდა - ჰქონიათ თუ არა ადრეული ქორწინების შემთხვევა და რა ღონისძიებები გაუტარებიათ.


მიუხედავად იმისა, რომ ქვემო სარალის საჯარო სკოლის დირექტორი ამტკიცებს, რომ 2012 წლიდან ადრეული ქორწინების შემთხვევა არ ჰქონიათ, ამავე სოფლის მკვიდრი, რომელიც ანონიმურობის დაცვის არანტით ჩავწერეთ, ამბობს, რომ ქვემო სარალის საჯარო სკოლში მეათე კლასის მოსწავლე დანაშნულია.

„მე ვიცი, რომ ქვემო საჯარო საჯარო სკოლაში გოგო დანიშნულია და ახლა მეათე კლასში სწავლობს“

2016 წლიდან სკოლებში ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) მექანიზმი ფუნქციონირებს (შემდგომში - რეფერირების პროცედურები) რომლის მიზანია ოჯახში და მის გარეთ ბავშვის ძალადობის ყველა ფორმისგან დაცვის ხელშეწყობა, რეფერირების პროცედურების კოორდინირებული და ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბების გზით. განათლების სამინისტროში განმარტავენ, რომ იმ შემთხევაშ თუ არასრულწლოვანი თხოვდება/ქორწინდება სკოლა ვალდებულია შეატყობინოს სოციალური მომსახურების სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინსტროს. ამ ფაქტების მონიტორინგს და სტატისტიკას უკვე რამდენიმე წელია განათლების მართვის საინფორმაციო ცენტრი ახორციელებს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები