გარდაბნელი მასწავლებლის მიმართ სავარაუდო იძულების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გარდაბნის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი საჯარო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებლის, ჰამიდ სადიხლის მიმართ სავარაუდო იძულებას იძიებს.

მედიით გავრცელებული ინფორმაციით, ჰამიდ სადიხლიმ ფეისბუკზე ნაადრევი ქორწინება გააპროტესტა და ერთ-ერთი მოსწავლე გოგოს, რომელიც უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარებას აპირებდა, ქორწინების მიზნით მოტაცების ფაქტი გაასაჯაროა. გოგო ოჯახში დააბრუნეს. განაწყენებული ადგილობრივების ნაწილმა ჰამიდს შეურაცხყოფა მიაყენა და ბოდიში მოახდევინა. ამის ამსახველ კადრებს კი სოციალური ქსელებით ავრცელებდნენ.

გეოგრაფიის მასწავლებლის მიმართ იძულების ფაქტზე უწყებაში გამოძიება სქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით დაიწყო. როგორც სადიხლიმ “ნეტგზეთს” უთხრა, უწყებიდან გუშინ დაუკავშირდნენ და რამდენიმე საათის განმავლობაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა.

შსს-ში აცხადებენ, რომ საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

რაც შეეხებ გოგოს გატაცებას, მომხდარის შემდეგ შსს-მ 19 წლის გოგოს ცოლად შერთვის მიზნით თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდებით ორი ადამიანი დააკავა. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები