ხაშურში მშობიარე ქალი და ჩვილი გარდაიცვალნენ
ხაშურის რეფერალურ ჰოსპიტალში მშობიარე 40 წლის ქალი და ჩვილი გარდაიცვალნენ.

ქალი კლინიკაში გუშინ, საღამოს ათ საათზე შეიყვანეს. გარდაცვლილის ოჯახი მომხდარში ექიმს ადანაშაულებს. ისინი აცხადებენ, რომ საკეისრო კვეთას ითხოვდნენ.

როგორც ხაშურის რეფერალურ ჰოსპიტალში საქართველოს პირველ არხს განუცხადეს, კლინიკის გადაწყვეტილებით, ექიმს უკვე შეუჩერდა საქმიანობის უფლება.

კლინიკის ხელმძღვანელი კახა ხელაძე ექიმის მხრიდან დაშვებულ შეცდომაზე საუბრობს.

„ტრაგიკული ფაქტი მოხდა. შიდა მოკვლევის გარდა, საქმეში სამინისტროს რეგულირების სამსახურიც არის ჩართული. გარკვეულ ეტაპზე, ვფიქრობთ, რომ შეცდომა დაშვებული იყო. კლინიკამ ექიმს საქმიანობა შეუჩერა. რა იყო მიზეზი და რა მოხდა, მოკვლევა დაადგენს“, – განაცხადა კახა ხელაძემ.

გარდაცვლილ ქალს ოთხი შვილი დარჩა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები